თავში

მუსლიმები ყურბან - ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

​მუსლიმები ყურბან - ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან - ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

მუსლიმები დღეს ყურბან - ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. ტრადიციის მიხედვით, მუსლიმები, ამ დღეს განსაკუთრებით ემზადებიან. დილის ლოცვის შემდეგ, მორწმუნეები ოთხფეხა შინაურ პირუტყვს კლავენ და ხორცს მეზობლებსა და უპოვრებს უნაწილებენ.

შესაწირი პირუტყვი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი, ცხვარი არანაკლებ 6 თვისა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი - სულ მცირე ორი წლის.

სადღესასწაულო სუფრისთვის უხვად ამზადებენ ტკბილეულს, მათ შორის ჰალვას.

ყურბან - ბაირამობა მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის.

ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც რამადანის დასასრული აღინიშნება. ყურბან-ბაირამის დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system