თავში

მუსლიმთა სამმართველო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

მუსლიმთა სამმართველო სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მუსლიმთა სამმართველო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

,,გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას გუშინ შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ნათესავებს. დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი ტრაგიკული მოვლენებისგან. ამინ!", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system