თავში

მზად ვარ, ჩემი ჯიბეებიც ამოვიტრიალო - ბაია პატარაია

მზად ვარ, ჩემი ჯიბეებიც ამოვიტრიალო - ბაია პატარაია
მზად ვარ, ჩემი ჯიბეებიც ამოვიტრიალო - ბაია პატარაია

კობახიძე გამოსულა ინიციატივით რიონის მცველების დაფინანსება განვიხილოთო. პაჟალუსტა, ოღონდ აუცილებლად განვიხილოთ ქოცი დეპუტატების საჭვო გამდიდრების წყაროებიც - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი და აქტივისტი ბაია პატარაია წერს. 

მისი თქმით, მზად არის დაინტერესებულ ადამიანებს მოუყვეს, როგორ ახერხებენ აქტივისტები სცენისთვის საჭირო თანხების შოვნას საპროტესტო აქციების ორგანიზებისას. 

"გიორგი ვაშაძე ითხოვდა კიდევ იგივეს. კიდე პაჟალუსტა: საიდან აქვს დაფინანსება გიორგი ვაშაძეს? ვიხილოთ. ზედვე მივყვეთ ბოკერიას და გირჩის ჯიბეს. ტვ პირველსაც აინტეტესებდა დაფინანსება, ტვ პირველის ფინანსებშიც ჩავიხედავდი. ზოგადად მაინტეტესებს ვინ რამდენად მიეყიდა ენკას და არა მხოლოდ მას.

მზად ვარ ჩემი ჯიბეებიც ამოვატრიალო, ეს ხალხი ხომ ბოლოს მე მეძახის ხოლმე გრანტიჭამიას. მოდი, ძმაუ, დავდოთ ყველამ ჩვენი ფინანსური სახსრები და მათი წარმომავლობა და ჩავხედოთ მერე ერთმანეთს თვალებში.

ა, არა, ხო?

ვისაც ყველაზე მეტი მიუქარავს, ყველაზე უნამუსოც ხომ ის არის?!

განა მიკვირს...

ფულეეეები... ერთი სცენის დაქირავება გაუკვირდათ ბიჭებს. გინდა მოგიყვეთ სცენის ფულს როგორ ვშოულობთ ხოლმე მოძრაობები საქართველოში? 

მოდით, ვისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე" - წერს პატარაია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system