თავში

მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია

მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია
მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია

მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, ის ნინო წილოსანის კონტაქტად ითვლება, რის გამოც, ეპიდემიოლოგებმა თვიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მისცეს.

„ძალიან მაღალი შეიძლება არ იყოს რისკი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როგორც ეპიდემიოლოგებმაც გვირჩიეს, სჯობს, რომ ამ 15-წუთიანი კონტაქტის გამოც, ჩვენ გადავიდეთ თვითიზოლაციაში. ბუნებრივია, რისკის ქვეშ ვერავის დავაყენებ, ამიტომ ვარ სახლში, ვარ მარტო და ტელეფონით ვცდილობ იმ საქმეების გაკეთებას, რასაც ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დატვირთვით ვაკეთებდი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ "რუსთავი 2-თან" საუბარში. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system