თავში

ნაჯახიანი ქალი და დარბეული სახელოსნო - რა მოხდა რუსთავში

ნაჯახიანი ქალი და დარბეული სახელოსნო - რა მოხდა რუსთავში
ნაჯახიანი ქალი და დარბეული სახელოსნო - რა მოხდა რუსთავში

რუსთავში, ახალგაზრდების ხმაურით შეწუხებულმა ქალმა, შეკრების ადგილი ნაჯახით დაარბია.

ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

როგორც ქალმა სააგენტოს უამბო, მისი საცხოვრებელი ბინის გვერდით ავტომომსახურების ცენტრია, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ახალგაზრდები შუა ღამემდე არიან შეკრებილები და ხმაურობენ.

შემთხვევა ღამით, რუსთავის მე-8 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა.

"მთელი თვე ვეხვეწები, რომ 22:00 საათზე დაკეტეთ და დაგვაძინეთ-მეთქი. თუ რამეს ვეტყვი, ქვემოთ შეკრებილები მაგინებენ.

მეპატრონემ შეიძლება დახუროს ღამე, მაგრამ გასაღები დევს იქ, მოდიან სხვები, აღებენ და არის ერთი ამბავი…

წუხელ, 02:00 საათამდე იყო ერთი ამბავი, ვეღარ მოვითმინე და ჩავედი ეზოში. ნაჯახი მქონდა, იმითი ჩამოვარტყი კარებს, ღია იყო თუ მე გავხსენი არ ვიცი და ყველაფერი, რაც იქ იყო, დავლეწე და გამოვუყარე გარეთ"- ჰყვება ქალი.

თავად ავტომომსახურების ცენტრის მეპატრონე კი, ქალის ბრალდებას უარყოფს.

"ეგ ყველაფერი არის ტყუილი. იმიტომ, რომ გუშინაც მე დავკეტე და წავედი სახლში. არავინ არ იყო ადგილზე და არავინ არავის არ აწუხებს.

პირიქით, ვუფრთხილდებით, ვიცით, რომ ოჯახები ცხოვრობენ და ვერიდებით, რომ არ შევაწუხოთ," - განაცხადა ავტომომსახურების ცენტრის მეპატრონემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system