თავში

ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

ქუთაისი - ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის მიზეზი ინტენსიური თოვაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system