თავში

ნახეთ, სად მოიხსნა გზებზე დაწესებული აკრძალვები

ნახეთ, სად მოიხსნა გზებზე დაწესებული აკრძალვები
ნახეთ, სად მოიხსნა გზებზე დაწესებული აკრძალვები

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, - ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შეგახსენებთ, რომ თოვისა და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - თავისუფალი", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system