თავში

ნახევარი გზა გავლილია - თეონა ცხომელიძე კარანტინში გადავიდა

ნახევარი გზა გავლილია - თეონა ცხომელიძე კარანტინში გადავიდა
ნახევარი გზა გავლილია - თეონა ცხომელიძე კარანტინში გადავიდა

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობას საკარანტინო სასტუმროში აგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა Facebook გვერდზე დაწერა.

"ნახევარი გზა გავლილია, ვარ კარანტინში კოვიდინფიცირებულებისთვის... ძალიან ამსუბუქებს მდგომარეობას ის რომ პალატაში აღარ ვარ. მადლობა თანადგომისთვის" - დაწერა ჟურნალისტმა. 

ჟურნალისტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მას კორონავირუსი აღარ უფიქსირდება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას სამედიცინო მომსახურება აღარ სჭირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system