თავში

ნაკურთხი წყალი სახლებს და კარ-მიდამოს უნდა ასხუროთ - პატრიარქი

ნაკურთხი წყალი სახლებს და კარ-მიდამოს უნდა ასხუროთ - პატრიარქი
ნაკურთხი წყალი სახლებს და კარ-მიდამოს უნდა ასხუროთ - პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. 

როგორც სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას პატრიარქმა განაცხადა, დღეს მრევლმა ტაძრიდან წაღებული ნაკურთი წყალი სახლებს, კარ-მიდამოს ოჯახს უნდა ასხუროს.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

პანდემიის გამო საქართველოში ნათლისღების დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება. სამების ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობა არ გაიმართება.

ამასთან, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს არ ტარდება ზღვაში შევლის რიტუალი, რომელიც აჭარაში ტრადიციულად, ნათლისღების ღამეს იმართებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system