თავში

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ხვალიდან ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ

"ნამახვაეობაში გადაინაცვლებენ
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხვალიდან ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები ხვალ, 26 მაისს, დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ.

ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

"გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულები და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system