თავში

ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის სამძებრო სამუშაოებისთვის საგუბარების დაცლა იგეგმება

ნამოხვანში სამძებრო სამუშაოებისთვის საგუბარების დაცლა იგეგმება
ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის სამძებრო სამუშაოებისთვის საგუბარების დაცლა იგეგმება

სოფელ ნამოხვანში, 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მდინარე რიონში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system