თავში

"ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა" - რას ჰყვებიან გახმაურებული მკვლელობის შესახებ პანკისში

"ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა" - რას ჰყვებიან გახმაურებული მკვლელობის შესახებ პანკისში
ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა - რას ჰყვებიან გახმაურებული მკვლელობის შესახებ პანკისში

პანკისში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავის მამიდა არ გამორიცხავს, რომ მისი ძმისშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

მისი თქმით, მოკლული და მისი ძმისშვილი მეგობრები იყვნენ და წარსულში რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული კომენტარი მან ჟურნალისტებთან მაშინ გააკეთა, როცა ქავთარაშვილების ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა. 

"ერთ უბანში გაზრდილები ვართ, დედასთან კაცი გავგზავნე, დავაბარე, მომიშვი, შენი შვილი დამატირებინე-მეთქი. მოდიო, მითხრეს. დამიბარა დედამ, მოდი, დაიტირე ჩემი შვილი, უკანასკნელ გზაზე გააცილეო. მრცხვენოდა ხალხის, დაკრძალვაზე ვერ დავრჩი. 

ამ ერთი თვის წინაც, თუ გახსოვთ არეულობა რომ იყო პანკისში, ნარკოტიკები რომ შემოვიდა, იმ ნარკოტიკებმა მოწამლა. იქიდან დაწყებული იყო. იქნებოდა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. აფექტურ მდგომარეობაში, აგრესიული ყოფილა, მე არ მინახავს. არ ვიცი შერიგება იქნება თუ არა. ვერ ვპოულობთ, რომ გვეპოვა მივიყვანდით თვითონ," - აცხადებს ლამარა მარგოშვილი.

პანკისის ხეობაში საგამოძიებო მოქმედებებს, გამოძიების შედეგებსა და ასევე დამნაშავის დასჯას ელოდებიან. ამის შემდეგ კი უკვე გვარების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და მომხდარზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, უკვე მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დანაშაულში მხილებულ პირს ეძებენ. ხიზირ გაურგაშვილი სოფელ დუისიდან მას შემდეგ მიიმალა, რაც სავარაუდოდ, ნათესავს, იბრაჰიმ ქავთარაშვილს, დანით 12 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

ჩადენილი დანაშაულის მიზეზი, ახლობლებს შორის წარსულში დაწყებული უთანხმოებაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system