თავში

ნათია თურნავა სასტუმრო "რეზოლუტს" ესტუმრა

ნათია თურნავა სასტუმრო "რეზოლუტს" ესტუმრა
ნათია თურნავა სასტუმრო რეზოლუტს ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სასტუმრო სექტორით დაინტერესდა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარ სასტუმროს "რეზოლუტს" ეწვია და დაინტერესდა რამდენად მომზადებული ხვდება ის ტურისტულ სეზონს. 

სასტუმრო "რეზოლუტი", რომელშიც 33 ნომერია განთავსებულია, ორი წელია რაც აშენდა, თუმცა პანდემიის გამო ტურისტებს ვერ ემსახურებოდა. 

მცირე სასტუმრო „რეზოლუტი“, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, გაიხსნა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით. პანდემიის პერიოდში, ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ-სასტუმრო და ახლა ემზადება, ნორმალურ რეჟიმში, ტურისტებს უსაფრთხოდ მოემსახუროს. სასტუმროს უკვე აქვს ჯავშნები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენი სასტუმრო ინდუსტრია ემზადება, სრულფასოვნად უმასპინძლოს ტურისტებს. ჩვენ მათ გვერდში ვართ, რომ მალე მოხდეს სასტუმრო პერსონალის ვაქცინაცია და ამისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურული საკითხი დროულად გადაწყდეს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კვლავაც მხარში უდგას სასტუმროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახოებს, რათა მომზადებული დახვდნენ და მაღალ დონეზე ჩაატარონ წლევანდელი ტურისტული სეზონი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system