თავში

"ნაციონალური მოძრაობა" დაკავების მეთოდებს იწუნებს, უბრალოდ საოცრებაა - სერგეენკო

"ნაციონალური მოძრაობა" დაკავების მეთოდებს იწუნებს
ნაციონალური მოძრაობა დაკავების მეთოდებს იწუნებს, უბრალოდ საოცრებაა - სერგეენკო

"ნაციონალური მოძრაობა", რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს და ამბობს, რომ საბჭოთა მეთოდებია, უბრალოდ საოცრებაა, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ განაცხადა. 

მისივე თქმით, საქმიდან პოლიტიკური შემადგენელი უნდა მოიხსნას და გამოძიება ბოლომდე მივიდეს. 

"პროტესტის გამოხატვა არის ყველას უფლება, მაგრამ გამოძიებას რაც შეიძლება მალე უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. ეს ადამიანი ამ საქმეში არის მსჯავრდებული და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამ საქმიდან ზედმეტი პოლიტიკური შემადგენელი უნდა მოიხსნას, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ეს ეხება ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ ლიდერს. ვგულისხმობ იმას, რომ თუ კი უფრო მეტ დეტალში გაერკვევა სახალხო დამცველი, მაშინ ის შეხედულებას შეიცვლის. მე თავს ვარიდებ ხისტ შეფასებებს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა", რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს და ამბობს, რომ საბჭოთა მეთოდებია, უბრალოდ საოცრებაა. გადაახვიონ და ნახონ თავისი ჩადენილი საქმეები", - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, დღეს დილით, ნიკა მელია სპეცრაზმმა დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system