თავში

NCDC: პაციენტების 36.2% PCR ტესტირებისას ასიმპტომური იყო

NCDC: პაციენტების 36.2% PCR ტესტირებისას ასიმპტომური იყო
NCDC: პაციენტების 36.2% PCR ტესტირებისას ასიმპტომური იყო

პაციენტების 36.2% PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს ასიმპტომური იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა, მოგვიანებით გარკვეული სიმპტომები გამოვლენილიყო.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ინფიცირებულ პაციენტებში ყველაზე ხშირად ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება, ზოგადი სისუსტე ხველა, ყელის სიმშრალე/ტკივილი და თავის ტკივილი.

ასიმპტომურ ინფიცირებულთაგან 15.6% იყო საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, რომელთა ინფიცირების გამოვლენა მოხდა საზღვარზე, სავალდებულო ტესტირების დროს. პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 95 წელი, ხოლო მინიმალური -1 თვე.

ამასთან, ტესტირებით დადასტურებულ შემთხვევათა შორის 51% კაცი იყო, ხოლო 49% ქალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system