თავში

4 დღის ამინდის პროგნოზი

4 დღის ამინდის პროგნოზი
4 დღის ამინდის პროგნოზი

20 იანვარს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 იანვარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 20-21 იანვარს შენარჩუნებული იქნება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22-23 იანვარს ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

თბილისში 20-21 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი იქნება. 

21-23 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system