თავში

ნგრევად სასტუმროში მცხოვრები დევნილები განსახლებას ითხოვენ

ნგრევად სასტუმროში მცხოვრები დევნილები განსახლებას ითხოვენ
ნგრევად სასტუმროში მცხოვრები დევნილები განსახლებას ითხოვენ

ზუგდიდში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ნგრევად სასტუმროში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

პოლიტიკური მოძრაობის „დროა“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს მათთან ერთად ბრიფინგი გამართა.

„წარმოუდგენელია აქ ადამიანების ცხოვრება. ეს წარმოშობს ვალდებულებას, რომ ეს ადამიანები გადაიყვანონ ბინებში. მოხდა ისეთი რამე, რომ 8 ოჯახი გადაიყვანეს და 6 დატოვეს. ისინი იმ კონკრეტულ მომენტში ადგილზე არ იყვნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოჯახური ტრაგედიის გამო. იმ მომენტში არ დახვდა და ადამიანების ბედი ასე განკარგო, ოფიციალურად ნგრევად შენობაში დატოვო, არ შეიძლება. ეს ადამიანები ითხოვენ მიეცეთ ის, რაც ეკუთვნით“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system