თავში

"ნიკაპი ჩალურჯებული ჰქონდა და ყელი ჩასისხლიანებული"- რას ყვება გარდაცვლილი გოგოს დედა

"ნიკაპი ჩალურჯებული ჰქონდა და ყელი ჩასისხლიანებული"- რას ყვება გარდაცვლილი გოგოს დედა
ნიკაპი ჩალურჯებული ჰქონდა და ყელი ჩასისხლიანებული- რას ყვება გარდაცვლილი გოგოს დედა

გორში გარდაცვლილი 28 წლის ირინა თოდაძის ოჯახი საქმის გადახედვას მოითხოვს.

ახალგაზრდა ქალის დედა ყვება, რომ მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი უცნობია და ეჭვობს რომ ის ქმარმა მოკლა, შემდეგ გაქურდა და ძვირფასეულობა წაიღო.

ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო.

"მეორე სიძეს დაურეკა ირინა გარდაიცვალაო. მე სახლში არ ვიყავი და რომ მოვედიო, კარი და ფანჯარა ღია იყოო. სამი თვე გავიდა, არც გამოძიება მიდის და არცე ექსპერტიზა მოდის. არც დაზარალებულის სტატუსი მაქვს. თვალი საერთოდ არ უვარგოდა, ყბაზე თითები ემჩნეოდა, ნიკაპი ჩალურჯებული ჰქონდა და ყელი ჩასისხლიანებული. ცხედარი იპოვეს, რომელიც ნაცემი იყო და არავინ დააკავეს. იქნებ ტყუილს იძახის ის ქმარი,"- აცხადებს ირმა ჩალიშქანი.

ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

ცნობისთვის, სამი თვის წინ 28 წლის ქალი, ნაქირავებ სახლში ქმარმა გარდაცვლილი იპოვა, თუმცა გარდაცვლილის დედის განცხადებით ექსპერტიზის პასუხებს ისინი ამ დრომდე ელოდებიან.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის და ქურდობის მუხლებით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system