თავში

ნინო ლომჯარიამ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხე დატოვა

ნინო ლომჯარიამ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხე დატოვა
ნინო ლომჯარიამ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხე დატოვა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხეში მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯეს და სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

მისივე თქმით, შესაბამისი დასკვნა უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

"ექიმებს საშუალება მიეცათ, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი გაესინჯათ. ასევე დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინსფრასტრუქტურა. შეხვდნენ ექიმებს, გაესაუბრნენ. შეაფასეს არსებული სამედიცინო მდგომარეობა და ასე ვთქვათ, მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება. სამედიცინო შეფასებებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთებენ თავად ჯგუფის წევრები. უახლოეს პერიოდში, ვეცდებით, რომ ხვალ იყოს წერილობითი დასკვნა, თუმცა პირველად შეფასებებს ისინი თავად გაგაცნობენ. რა კითხვებიც ჰქონდათ ექსპერტებს, დაისვა და მიიღეს პასუხები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 48-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system