თავში

ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მივიდა

ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მივიდა
ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მივიდა. ომბუდსმენს მასპინძლობას პანსიონის ახალი მმართველი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უწევს.

"მაქვს მოლოდინი, რომ მოგვეცემა საშუალება სრულყოფილად გავეცნოთ მიმდინარე პროცესებს და ასევე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. 

ჩამოვედი აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ასევე, გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგი იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი გავესაუბროთ და ვაპირებთ მათთან გასაუბრებასაც", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

ეს სახალხო დამცველის პირველი ვიზიტია პანსიონში 2018 წლის შემდეგ. ამ დრომდე ომბუდსმენს აღნიშნულ თავშესაფარში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა პანსიონის ყოფილი მმართველის გადაწყვეტილებით, არ ჰქონდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system