თავში

ნიჟარაძე: 112-ზე შეტყობინებაც არ არის საჭირო, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში

ნიჟარაძე: 112-ზე შეტყობინებაც არ არის საჭირო, პირდაპირ
ნიჟარაძე: 112-ზე შეტყობინებაც არ არის საჭირო, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში

ტესტირების ჩატარებას უნდა ჰქონდეს მიზნობრივი დატვრითვა, აუცილებელია ტესტირებას იტარებდეს ინფიცირებულის ახლო კონტაქტი, მაგრამ ის უნდა იყოს იზოლაციაში, - ამის შესახებ  აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში პირდაპირ 12 დღით გადავიდეთ იზოლაციაში. 

"მინდა მოქალაქეების საყურადღებოდ ვთქვა, როდესაც გავიგებთ, რომ ჩვენს ირგვლივ ვიღაცას დაუდასტურდა კორონავირუსი, ყველას უნდა, მაშინვე გაიქცეს, გადაამოწმოს და მოისვენოს, რომ ტესტი უარყოფითია. თუ კი ვიცით, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში ვიყავით, ვალდებული ვართ 12 დღე ვიყოთ იზოლაციაში. ის, რომ ჩვენ დღეს ვართ უარყოფითი, არ ნიშნავს, რომ ორი დღის შემდეგაც უარყოფითი ვიქნებით. შესაბამისად, ეს ვალდებულება გაგვაჩნია.

არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში. ვინაიდან კონტაქტში მყოფი პირი თავისით არ უნდა მოძრაობდეს ქუჩაში, ის უნდა იყოს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში“არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში. ვინაიდან კონტაქტში მყოფი პირი თავისით არ უნდა მოძრაობდეს ქუჩაში, ის უნდა იყოს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში. თუ ადამიანს არ ეწყება სიმპტომები, ის უბრალოდ უნდა იყოს იზოლაციაში. 112-ზე შეტყობინებაც არ არის საჭირო, ვინაიდან ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და ასეთ ადამიანს მიაკითხავენ მაინც, მეოთხე-მუხეთე დღეს," - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system