თავში

ნოემბერში შესაძლოა სავალდებულო აცრის საკითხი გადაწყდეს - ამირან გამყრელიძე

ნოემბერში შესაძლოა სავალდებულო აცრის საკითხი
ნოემბერში შესაძლოა სავალდებულო აცრის საკითხი გადაწყდეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი შესაძლოა ნოემბერში გადაწყდეს. მისი განცხადებით, ქვეყანაში ნებაყოფლობითი ვაქცინაციით მოსახლეობის 35-37%-ის აცრა მოხერხდა, რაც საკმარისი არ არის. ჯანდაცვის სისტემას მიზნად მოსახლეობის 70-80%-ის აცრა აქვს დასახული.

"სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა - არა. იგივეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, რომ აუცრელ ადამიანებს ჰქონდეთ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას.

ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system