თავში

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვიტილება მიიღო

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვიტილება მიიღო
ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვიტილება მიიღო

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქართველ პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ შეწყდა

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვლადიმერ კეხმანს და ნინა ანანიაშვილს შორის შეხვედრა დღეს შედგა.

"მოლაპარაკებების შედეგად და მხარეთა შეთანხმებით, აქამდე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყდა", — ნათქვამია განცხადებაში.

9 იანვარს თეატრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერეს. აღნიშნულის მიზეზად თეატრი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნინო ანანიაშვილი საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მიიწვია. 

მაშინ თეატრის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე, დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინება იყო.

საბოლოო გადაწყვეტილება კი თეატრს იანვრის შუა რიცხვებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანისა და ნინა ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ უნდა მიეღო. აღნიშნული შეხვედრა სწორედ დღეს შედგა. 

შეგახსენებთ, 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system