თავში

სამინისტრო ხონში დამწვარ სკოლაზე განცხადებას ავრცელებს

სამინისტრო ხონში დამწვარ სკოლაზე განცხადებას ავრცელებს
სამინისტრო ხონში დამწვარ სკოლაზე განცხადებას ავრცელებს

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა, სწავლა უმოკლეს დროში აღდგება, - ამის შესახებ report.ge-ს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

,,სამინისტრო, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს. საჯარო სკოლაში, სადაც 36 ბავშვი სწავლობდა, ამ მომენტისთვის ზარალის დაზუსტება მიმდინარეობს, თუ რა საგანმანათლებლო რესურსებია საჭირო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მთლიანად სკოლის სრული ფუნქციონირებისთვის. სასწავლო რესურსებით სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში, საჯარო სკოლაში ხანძარი დღეს გაჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system