თავში

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

,,ვიწყებთ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმ სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც თავს სასულიერო პირებად წარმოაჩენენ და აღასრულებენ ღვთისმსახურებას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სინამდვილეში, აღნიშნულ პირებს სხვადასხვა მიზეზის გამო, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არ აქვთ ღვთისმსახურების ჩატარების უფლება.

,,ასევე, მოგაწვდით რეალურ ინფორმაციას იმ ერის ადამიანების თაობაზე, რომლებმაც თვითნებურად შეიმოსეს სასულიერო სამოსი, თავს სასულიერო პირად მოიხსენიებენ და შეცდომაში შეჰყავთ მორწმუნეები.

ვფიქრობთ, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება საზოგადოებას, თავი აარიდოს გაურკვევლობას და არ აღმოჩნდეს არაკეთლსინდისიერი ქმედებების მსხვერპლი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system