თავში

"ნურავის ექნება იმედი, რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა" - ლაშა ხუციშვილი

"ნურავის ექნება იმედი, რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა" - ლაშა ხუციშვილი
ნურავის ექნება იმედი, რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა - ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც დღეს Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

როგორც ლაშა ხუციშვილი წერს, დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი.

მინისტრი პოსტის ბოლოს, ვაქცინაციის პროცესს იუმორითაც ეხმაურება. 

"ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომლითაც აცრილია ათობით მილიონი ადამიანი, არის კარგი.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დასახელების და წარმოშობის არის ვაქცინა, თუ პირველ პუნქტს აკმაყოფილებს. დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა (ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა). უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის.

პ.ს. 10 და 20 დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი, რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა", - წერს ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system