თავში

ომბუდსმენი: პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობა

ომბუდსმენი: პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობა
ომბუდსმენი: პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობა

წამებისა და არასათანადო მოპყრობის ან დასჯის პრევენციისა და გამოძიების თვალსაზრისით, შენარჩუნებულია პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია, - აღნიშნა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ანგარიშში ასევე მოხვდა არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებიც.

"სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისმგებელი პირი არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არასათანადო მოპყრობის საქმეთა ეფექტიანად გამოძიების პრობლემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტიური მცდელობით დაიძლევა," - აღნიშნულია ანგარიშში. 

ცნობისთვის, დღეს ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system