თავში

კალაძე: მინდა საზოგადოებამ იცოდეს

კალაძე: მინდა საზოგადოებამ იცოდეს
კალაძე: მინდა საზოგადოებამ იცოდეს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან ერთად, საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება კვლავ მოუწევს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, პირბადის გამოყენება სავალდებულოა.

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზეგიდან დაიწყებს მუშაობას და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება და დავიცვათ რეკომენდაციები", - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, ეს მიმართულება მკაცრად გაკონტროლდება, კალაძემ მოადგილეებს შესაბამისი დავალებებიც მისცა.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროს გარდა, კონდიცირების ჩართვა დაუშვებელია. ტრანსპორტი ღია ფანჯრებით იმოძრავებს.

ცნობისთვის, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system