თავში

ოქროს შუალედი მოიძებნა - ამირან გამყრელიძე

ოქროს შუალედი მოიძებნა - ამირან გამყრელიძე
ოქროს შუალედი მოიძებნა - ამირან გამყრელიძე

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ოქროს შუალედი მოიძებნა და ღამის კარანტინის დრო შემცირდა, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "კომენდანტის საათის"  შემსუბუქების გადაწყვეტილებას. 

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპისთვის შეზღუდვების სრულად მოხსნა დაუშვებელია, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებაც. 

"საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა, მით უმეტეს მაისში, როცა სერიოზულად დათბა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, ამიტომ აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. სრული შემსუბუქება დაუშვებელია ჯერ ჯერობით, სანამ ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია  მოსახლეობის განწყობის გათვალისწინება, ამიტომ ეს ოქროს შუალედი მოიძებნა და ღამის კარანტისნის დრო შემცირდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა შემსუბუქდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system