თავში

ოკუპანტებმა შიდა ქართლში ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

ოკუპანტებმა შიდა ქართლში ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
ოკუპანტებმა შიდა ქართლში ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

მათ ხის ძელები ქარელში, სოფელ ტახტისძირში  დაამონტაჟეს, სადაც გასულ წელს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერები ჰქონდათ აღმართული.

ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გუშინ განაახლეს. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"  უკვე დამონტაჟებული ბანერების მიმდებარედ, რამდენიმე ნიშნული დაამონტაჟეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია",- განუცხადეს report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system