თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის შემდეგ ძლიერ ხანძარს გაგრაში ებრძვიან - PHOTO

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის შემდეგ ძლიერ ხანძარს გაგრაში ებრძვიან - PHOTO
ოკუპირებულ აფხაზეთში გალის შემდეგ ძლიერ ხანძარს გაგრაში ებრძვიან - PHOTO

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის შემდეგ ძლიერ ხანძარს ახლა უკვე გაგრაში ებრძვიან.

ოკუპირებულ გაგრაში ხანძარი ახალი ათონის მთაში, გუშინ გაჩნდა.

ე.წ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრის ჩაქრობას მხოლოდ ცოცხალი ძალით ცდილობს.

როგორც report.ge-ს წყარო ადგილიდან უყვება, ამ პერიოდში ხანძარი ხშირია, თუმცა ასეთი მასშტაბის ჯერ არასდროს ყოფილა.

მისივე ინფორმაციით, უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ადგილზე მონადირე იყო და მისმა დაუდევრობამ გამოიწვია სტიქია. მეორე ვერსიით, შესაძლოა, ხანძარი განზრახ გააჩინეს.

,,ახლა ხანძარი გაგრაშია. ახალი ათონის მთები იწვის. ხანძარი გუშინ გაჩნდა, ამ დრომდე არ ჩაუქრიათ. ხელით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, მთელი აფხაზეთის ცოცხალი ძალა და ტექნიკა არის მობილიზებული. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი არ ჩართულა. არ იციან გაგრაში ცეცხლი როგორ გაჩნდა, არსებობს ვარაუდი, რომ მონადირე იყო ან სპეციალურად გააჩინეს, თუმცა ამაზე არ საუბრობენ. თითქმის ყოველ წელს ასე ხდება და შემთხვევითობას არ ჰგავს.

რაც შეეხება გალს, იქ ხანძარი ჩააქრეს. სულ ხუთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ასევე დაიწვა მეურნეობა - თხილისა და მანდარინის ბაღები. წელს პირველადაა, როცა ცეცხლი ამხელა ტერიტორიაზე გავრცელდა, გალში სულ 600 ჰექტარია დამწვარი",- განუცხადა წყარომ report.ge-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system