თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე ჩატარებული 182 ტესტიდან, 40 დადებითია. 

ე.წ. ოპერატიულ შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაუთის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს 40 დადასტურებული პაციენტი გადის, აქედან ექვსი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოდან ერთი ადამიანი გაეწერა.

ე.წ. ოპერატიული შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან შესაბამისი ზომები ვირუსის თავიდან ასაცილებლად.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 466 შემთხვევაა რეგისტრირებული, 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system