თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ტიპის კორონავირუსი კიდევ 14 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ზე ტესტირება კიდევ 149 პირს ჩაუტარდა, მათგან, 14-მა ტესტმა დადებითი პასუხი დაადასტურა. ინფიცირებულები ამ დროისათვის საავადმყოფოში იმყოფებიან.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციით 134 ადამიანი დაავადდა. აქედან 38 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.

პირველი შემთხვევა 7 აპრილს, გაგრაში გამოვლინდა. 28 მარტიდან 20 აპრილამდე ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system