თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ადგილობრივი მედიის ცნობით< 14-15 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 491 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 127-ს დაუდასტურდა. 

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. რუსეთის სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში კი - 2 პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 151 პაციენტი.

მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 236 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 34 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 378 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system