თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 296 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 73 ადამიანს დაუდასტურდა. 

გარდაიცვალა ორი პაციენტი. 

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 154 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 33 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 024 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 60 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 452 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system