
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 26 პირს დაუდასტურდა. ტესტირება 200 ადამიანს ჩაუტარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 72 პაციენტი მკურნალობს. მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სულ 202 პირია გარდაცვლილი.