თავში

ოკუპირებულ გალში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ოკუპირებულ გალში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა
ოკუპირებულ გალში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ოკუპირებულ გალში ავტომობილი 9 წლის ბავშვს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე მომავალ ავტომობილს მოზარდმა გადაურბინა რა დროსაც მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ მოახერხა. დაშავებული მძღოლმა საავადმყოფოში თავად მიიყვანა. ინციდენტს მოზარდის მშობლები შეესწრნენ. 

ბავშვი ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ-კი ინტენსიური თერაპიისთვის თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში შეიყვანეს.

როგორც ზუგდიდის რეფერალურის საავადმყოფოს წარმომადგენელმა report.ge-ს განუცხადა, მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დასტაბილურდა.

"წუხელ ღამის საათებში შემოიყვანეს ბავშვი ჩვენთან კლინიკაში, ასეთი დაზიანებები აქვს- ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ქალა ფუძის   ტრავმული სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ღვიძლის დაზიანებით. ჩაუტარდა ოპერაცია, გაიკერა  ღვიძლი.  მდგომარეობა ამ წუთისთვის  დასტაბილურდა და შემდგომი მკურნალობისთვის, ვინაიდან ბავშვი საჭიროებდა  ბავშვთა ინტენსიურ თერაპიას,  გადაყვანილი არის იაშვილის სახელობის კლინიკაში",- განუცხადა report.ge-ს სულხან ორჟონიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system