თავში

ოკუპირებული აფხაზეთი "ღირსეული პარტნიორი 2020-ის" გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ოკუპირებული აფხაზეთი "ღირსეული პარტნიორი 2020-ის"
ოკუპირებული აფხაზეთი ღირსეული პარტნიორი 2020-ის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საქმეთა სამინისტრო საქართველოში სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2020-ის" ჩატარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით "ღირსეული პარტნიორი 2020" საქართველოს, ამერიკის და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების პროვოკაციაა.

"სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების ინტენსივობისა და ზრდის მასშტაბები ასეთი ტიპის ერთობლივი სწავლებების ჩატარების გზით, სადაც ქართველ სამხედროებს თავისი სამხედრო პოტენციალის გაზრდისა და საბრძოლო ოპერაციების მართვის დამატებითი უნარების შეძენის შესაძლებლობა აქვთ. მსგავსმა რეგულარულმა სამხედრო სწავლებებმა საქართველოს ტერიტორიაზე, რეგიონის სიმშვიდესა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციულ ქმედებებზე საპასუხოდ, აფხაზური მხარე რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას გააძლიერებს, რათა აფხაზეთში უსაფრთხოება უზრუნველყოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს, ამერიკის და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების ქმედებებს პროვოკაციად აფასებს," - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, „ღირსეული პარტნიორი 2020“ მიზანია საქართველოს, ამერიკისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ დღეს გაიხსნა და მასში მონაწილეობას, საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system