თავში

ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, პოლიტიკიდან მიდის - Washington Post

ოლიგარქი, რომელიც ტრას - Washington Post
ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, პოლიტიკიდან მიდის - Washington Post

„დაახლოებით ათი წელია საქართველოს საკუთარი ტრამპული ისტორია აქვს: მილიარდელი, რომელმაც პოლიტიკური ძალა ააგო, რამაც იგი შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად აქცია. 

ახლა, 64 წლის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა საკუთარი ბედი ქველმოქმედებისკენ წარმართოს", - ამ სიტყვებით იწყება The  Washington Post-ის მიერ მომზადებული სტატია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

"ეს ერთგვარი ინსპირაციული ნარატივია, ვინაიდან  პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სხვა ლიდერები ძალაუფლებას ხშირად ეკიდებიან ძალაუფლებას და თანამდებობას ნებაყოფლობით იშვიათად ტოვებენ. 

თუმცა, მის ოპონენტებს ამის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ ის მმართველობას კულისებიდან გააგრძელებს და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელსაც მზარდ ანტიდემოკრატიულ მიდრეკილებებში ადანაშაულებენ", - წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და ლუკაშენკოს პოზიციებისა და მიდგომებისგან.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ძლიერი ადამიანი საქართველოში, ივანიშვილი ცდილობდა საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, საჯაროდ იშვიათად საუბრობდა და ინტერვიუებსაც იშვიათად აძლევდა. 

Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება სავარაუდო 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს... ივანიშვილმა თქვა, რომ აქტივების 90 პროცენტს, 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, ფონდ "ქართუს" გადასცემს", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ სადავეები ირაკლი კობახიძეს გადასცა, თუმცა გაურკვეველია სამომავლოდ როგორ წარიმართება პარტიის ბედი ივანიშვილის გარეშე .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system