თავში

ინფექციურ საავადმყოფოში ყველა მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციურ საავადმყოფოში ყველა მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია
ინფექციურ საავადმყოფოში ყველა მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და არც ერთ შემთხვევაში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.  

მისივე თქმით, სტაბილურია კორონავირუსით ინფიცირებული 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც.

"ყველა მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია, 9 თვის ბავშვიც მდგომარეობაც სტაბილურია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ამ ბავშვებთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. შემოსვლიდან დღემდე მათი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვები ხალისიანები, აქტიურები არიან, იკვებებიან კარგად. ზოგადად სუბიექტური, ობიექტური და ლაბორატორიული მონაცემების შეჯერებით, მათი მდგომარეობა მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system