თავში

ომბუდსმენი შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვს

ომბუდსმენი შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვს
ომბუდსმენი შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვს

სახალხო დამცველი ხელისუფლებას უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ნინო ლომჯაირა მიიჩნეს, რომ ამ დრომდე დაწესებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავშეყრის შეზღუდვებს, რაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის. 

"საგანგაშო ეპიდემიოლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მხედველობაში მიიღოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მოწოდებები და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება,"-წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system