თავში

"ომიკრონის" გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია" - ტიკარაძე

"ომიკრონის" გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია" - ტიკარაძე
ომიკრონის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია - ტიკარაძე

"ომიკრონის" გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 10 საეჭვო შემთხვევაზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან.

"ჩვენ ველოდებით ლუგარის პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, არის თუ არა "ომიკრონი" ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რა პრაქტიკაც უკვე აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც "ომიკრონი" დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, მომზადებული არიან როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე იმ საწოლფონდით, რომელიც გაუმკლავდება ამ გამოწვევას", – განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system