თავში

"ომიკრონის" შემთხვევაში დამატებითი კონტროლის აუცილებლობა დგება - თამარ გაბუნია

"ომიკრონის" შემთხვევაში დამატებითი კონტროლის
ომიკრონის შემთხვევაში დამატებითი კონტროლის აუცილებლობა დგება - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში "ომიკრონის" დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი კონტროლისა და სიმკაცრის საჭიროება დადგეს. მისივე განცხადებით, განიხილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მწვანე ბარათების აუცილებლობის საკითხი, თუმცა ამ მხრივ დადგენილების საკონტროლებელი მექანიზმის არარსებობის გამო საკითხი ეჭვქვეშაა. 

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ნებისმიერი შტამისგან, მათ შორის ომიკრონისგან ძირითადი თავდაცვის საშუალება პირბადე და დისტანცირებაა.

„თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეზღუდვოდა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ. რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი. ევროპის ქვეყნებში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ, შეიძლება, ეს მექანიზმი ტრანსპორტშიც გამოიყენონ. რა თქმა უნდა, რთული იქნება იმის ადმინისტრირება, რომ ყველა მგზავრი, რომელიც დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს, განსაკუთრებით, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, გაკონტროლდეს. თუ არ იქნება ადმინისტრირებისა და აღსრულების უზრუნველყოფის გარანტია, ბუნებრივია, ვერ ვხედავ დამატებითი შეზღუდვების დაწესების აზრს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system