თავში

"ომიკრონმა" შესაძლოა შექმნას საზოგადოებრივი ჯოგური იმუნიტეტი - თენგიზ ცერცვაძე

"ომიკრონმა" შესაძლოა შექმნას საზოგადოებრივი ჯოგური იმუნიტეტ
ომიკრონმა შესაძლოა შექმნას საზოგადოებრივი ჯოგური იმუნიტეტი - თენგიზ ცერცვაძე

ახალი კორონავირუსის შტამმა "ომიკრონმა" შესაძლოა საზოგადოებრივი იმუნიტეტის ძალიან ფართო ფენა შექმნას. თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შესაძლოა საზოგადოებრივმა იმუნიტეტმა 100%-ს ვერ, თუმცა 80%-90%-ს მაინც მიაღწიოს.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მოსახლეობის ერთ მესამედს იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ არ აქვს.

„ამ შტამს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ჩვენი დიდი თავის ტკივილი, მაგრამ ამავე დროს, გახდეს პანდემიის დასრულების დასაწყისი. ეს შტამი ძალიან მოკლე დროში გავრცელდა და ძალიან მოკლე დროში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ინფიცირება მოხდა, შეიქმნება ის ჯოგური იმუნიტეტი, რომელზეც ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით და რომელიც ვერა და ვერ შეიქმნა, იმის მიუხედავად, რომ ბევრმა გადაიტანა და ამას ვაქცინირებულებიც დაემატა. მაინც ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი, ერთი მესამედი მაინც არ არის იმუნური - მას არც ვაქცინა გაუკეთებია და არც გადაუტანია. „ომიკრონმა“ შესაძლოა, შექმნას მასობრივი, საზოგადოებრივი იმუნიტეტის ძალიან ფართო ფენა. 100% იქაც არ იქნება, მაგრამ შესაძლოა, მოკლე დროში 80-90% იყოს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system