თავში

ონის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

ონის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა
ონის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

ონის მუნიციპალიტეტში, საგლოლო - ღების საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა შეუძლებელი იყო.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.

"ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გააქტიურდა მეწყრული პროცესები, რის გამოც გუშინ ღამით, საგლოლო - ღების საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე ჩამოწვა მიწის მასა და მოძრაობა შეუძლებელი გახდა.

დღეს დილიდან აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის წმენდის სამუშაოები აქტიურად დაიწყო და საავტომობილო მიმოსვლა დროულად აღდგა. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ონიგზა - 99“ ასრულებდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი,, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და გაეცნენ არსებულ ვითარებას.

გზების წმენდის სამუშაოები და მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება",- აღნიშნავენ ონის მერიაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system