თავში

ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო პოლიციის წვრთნები მიმდინარეობს

ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო პოლიციის წვრთნები მიმდინარეობს
ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო პოლიციის წვრთნები მიმდინარეობს

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეული სამხედრო წვრთნებში აქტიურადაა ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს. 

სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი კონვოის, პატრულირების, ცეცხლზე რეაგირებისა და უსაფრთხოების სავარჯიშოებს ასრულებს.

მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქართული ოცეული აშშ-ის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებთან ერთად ერთობლივ წვრთნებსაც ახორციელებს. 

ერთობლივი წვრთნები ამერიკელ და ქართველ სამხედრო პოლიციელებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება. სამხედრო წვრთნების საველე კომპონენტი საჩვენებელი სწავლებით ორფოლოს პოლიგონზე დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system