თავში

ორგანოგადანერგილი პირები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

ორგანოგადანერგილი პირები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან
ორგანოგადანერგილი პირები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

ორგანოგადანერგილი პირები ვაქცინაციაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვან ჯგუფად ჩავთვალეთ ადამიანები, რომლებიც ორგანოგადანერგილები არიან. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა. ამასთან, ვაქცინას მიიღებენ დიალიზზე მყოფი პაციენტები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system