თავში

"ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს" - გამყრელიძე

"ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს" - გამყრელიძე
ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის აცრის გაკეთება შესაძლებელია კოვიდ ვაქცინასთან ერთად.

"ქვეყანაში უკვე დაიწყო გრიპის აცრები. ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს. ერთ მკლავზე გრიპის, მეორე მკლავზე კოვიდის ვაქცინა, მაგრამ თუ ერთ დღეს არ იკეთებთ, მაშინ დაიცავით ორკვირიანი შუალედი. ასეთია ჩვენი იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system