თავში

ორსულები ძალიან სწრაფად მძიმდებიან ჩარევის შემდეგ - ალექსი ვაჩაძე

ორსულები ძალიან სწრაფად მძიმდებიან ჩარევის შემდეგ - ალექსი ვაჩაძე
ორსულები ძალიან სწრაფად მძიმდებიან ჩარევის შემდეგ - ალექსი ვაჩაძე

ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ განმარტა, როგორია ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის 19 წლის კოვიდინფიცირებული დედა მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

მისი თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საკეისრო ჩარევის შემდეგ ორსულები სწრაფად მძიმდებიან, შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია მხოლოდ კონკრეტული სამედიცინო ჩვენების გათვალისწინებით კეთდება. 

„ბავშვი გაჩნდა ჯანმრთელი და იმის მიუხედავად, რომ იყო ნეონატალურ რეანიმაციაში დაკვირვების ქვეშ, საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი პრობლემა მას არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დედის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო და უფრო გაუარესდა. სამწუხაროდ, კოვიდდადებით ფეხმძიმეებში ეს უკვე „სცენარული“ მომენტი გახდა - ისინი ძალიან მარტივად მძიმდებიან ჩარევის შემდეგ. ამიტომ არის, რომ მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში კეთდება ეს ოპერაცია“, - განაცხადა ვაჩაძემ.

თბილისში მშობიარობის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ქალი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system