თავში

ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი - ავარია ფონიჭალაში

ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი - ავარია ფონიჭალაში
ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი - ავარია ფონიჭალაში

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვემო ფონიჭალაში, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად სულ შვიდი ადამიანი დაშავდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system